გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დაისეტყვა

გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დაისეტყვა

ძლიერი წვიმის შემდეგ შიდა ქართლი სეტყვამაც დააზარალა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სტიქიის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში შემავალი ათამდე სოფელი დაისეტყვა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ძევერა, ქიწნისი, სათემო და ასევე საოკუპაციო ხაზღან მდებარე ახალუბნის თემში შემავალი სამი სოფელი.

სეტყვის შედეგად განადგურდა ნათესები, ხილი და ბოსტნეული კულტურების მოსავალი.

მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

სეტყვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ცოტა ხანში აღნიშნულ სოფლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმოამდგენლები ჩავლენ, ზარალის ოდენობას ადგილზე გაეცნობიან და გადაწყვეტილებებს შემდგომ მიიღებენ.