თურქეთის პრემიერი თანამდებობის დატოვებას მმართველი პარტიის ყრილობაზე გეგმავს

თურქეთის პრემიერი თანამდებობის დატოვებას მმართველი პარტიის ყრილობაზე გეგმავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, იგი მმართველი პარტიის ყრილობაზე თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ყრილობა თვის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, იგი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაპირისპირების გამო მიდის, თუმცა, თავად დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის ერთგულია და ვინმეზე გაბრაზებული არ არის.

როგორც ცნობილია, დავუთოღლუს შემცველს პარტიის ყრილობაზე, 22 მაისს აირჩევენ.