მაკა ასათიანმა ”მაესტროს” 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას გადაუფორმა

მაკა ასათიანმა ”მაესტროს” 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას გადაუფორმა

ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას - ”მედია ფინანს გრუპს” გადაუფორმა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მაკა ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.

”ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია ”მედია ფინანს გრუპი” არის მაკა ასთიანის კუთვლილი. თითონ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი დამფუძნებელი. მასზე გადააფორმა წილი თავისი წილი, რომელიც ”მაესტროში” ჰქონდა. წილი არ გაუყიდია, არამედ თავისივე კომპანიას გადასცა, კაპიტალში შეიტანა”, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რამ განაპირობა ”მაესტროს” წლის გადაფორმება ამ კომპანიისთვის, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ”ეს არანაირად არ უკავშირდება ”მაესტროში” ბოლოს განვითარებულ მოვლენებს”.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შპს ”სტუდია მაესტროს” წილების მფლობელები შემდეგნაირად ნაწილდება - 15%- მამუკა ღლონტი, 5% - ეკატერინე აკობია, 55%- გიორგი გაჩეჩილაძე და 25% - ”მედია ფინანს გრუპ ბი.ვი”, ნიდერლანდები.