თურქეთის პრემიერის პოსტი შესაძლოა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძემ დაიკავოს

თურქეთის პრემიერის პოსტი შესაძლოა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძემ დაიკავოს

თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრმა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძემ, ბერატ ალბაირაკმა დაიკავოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachrichten-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ალბაირაკს ყველაზე მეტი შანსი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ იგი პრეზიდენტის ნათესავია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის შვილი ბილალ ერდოღანი, ჩართული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ნავთობგარიგებებში, ერდოღანების ოჯახს სწორედ ენერგეტიკის მინისტრი დაეხმარა გავრცელებული ინფორმაციის გამო, პრობლემები თავიდან აერიდებინათ.

გერმანული გამოცემის ცნობით, პრემიერის პოსტზე კიდევ ერთ ფავორიტ კანდიდატად ტრანსპორტის მინისტრ ბინალი ილდირიმს მოიაზრებენ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ პოსტის დატოვებას გეგმავს.