ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენდა, ეს სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა

ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენდა, ეს სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, გარკვეული ეროზია "ნაციონალური მოძრაობის" სიის ფორმირების წინ გარდაუვალი იყო, რადგანაც პარტიის შიგნით კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

მისი თქმით, სავარაუდოდ, რადგან "ნაცმოძრაობიდან" პარლამენტში ორჯერ ნაკლები შემადგენლობა შევა, საარჩევნო სიაში. ადგილებზე გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

გორგილაძის განმარტებით, პარტიის შიგნით, პოზიციებს იმაგრებს ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ბოკერიას და გოკა გაბაშვილს და მეორეს მხრივ, მიშა მაჭავარიანს და ხათუნა გოგორიშვილს, აქედან გამომდინარე, სოციოლოგი გიორგი ვაშაძის "ნაცმოძრაობიდან" წასვლას მიხეილ სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმად აფასებს.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენდა, ეს სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა. ეს არის მესიჯი სააკაშვილზე, რომ ის მცდელებები, მხოლოდ მან მოახდინოს "ნაცმოძრაობის" სიის ფორმირება, მას არ გამოუვა. სააკაშვილს კომპრომისებზე წასვლა მოუწევს და ეს უდავოა",- განაცხადა გოგორიშვილმა "პირWელთან" საუბრისას.

მისი თქმით, პარტიებში სხვადასხვა ჯგუფებსა და ფრაქციებს შორის ბრძოლა გაგრძელდება არა მხოლოდ ნაცმოძრაობაში, არამედ, სხვადასხვა პარტიებში, მათ შორის, "ქართულ ოცნებაშიც".