ზურაბ ჯაფარიძე:   არ ველოდი გიორგი ვაშაძის ასეთ ნაბიჯს

ზურაბ ჯაფარიძე: არ ველოდი გიორგი ვაშაძის ასეთ ნაბიჯს

პოლიტიკური მოძრაობ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლა ხელისუფლებისთვის მომგებიანია.

ჯაფარიძეს გიორგი ვაშაძის წასვლა დადგმული სცენარი არ ჰგონია.

"როდესაც ძლიერი ოპოზიციური გუნდიდან ადამიანები მიდიან, საბოლოო ჯამში, ცხადია ეს შეიძლება იყოს მომგებიანი მმართველი გუნდისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვინმე დადგმული თამაშის ცენარი. მე თვითონ მავქს ასეთი ნაბიჯი გადადგმული. არ ველოდი, თუ ვაშაძე ასეთ ნაბიჯს გადადგამდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მათი ამომრჩევლისკენ იყო მიმართული.

"მის განცხადებაში ჩანდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად კარგი პარტიაა, რომ შეუძლებელია, იქედან ვინმე საკუთარი ნებით წავიდეს, თუ მოსყიდული, ან გარეწარი არ არის. გზავნილი მიმართული იყო იმისკენ, რომ ამომრჩევლის კონსოლიდაცია არ დაიკარგოს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ გიორგი ვაშაძემ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაც დააანონსა.