სომხეთს ყარაბაღის აღიარების საკითხი მოსკოვთან არ განუხილავს

სომხეთს ყარაბაღის აღიარების საკითხი მოსკოვთან არ განუხილავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთს ყარაბაღის აღიარება მოსკოვთან არ განუხილავს.

როგორც euronews.ge წერს, პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას, განიხილეს თუ არა ერევანმა და მოსკოვმა ყარაბაღის აღიარების საკითხი.

ამასთან, პესკოვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები თავს აარიდებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ისედაც მყიფე მშვიდობას საფრთხის ქვეშ დაყენებს.