საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მიერ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში გარკვეული სიმართლეა.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, გიორგი ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
ის „აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხედავს და აცხადებს:"ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ დაპირისპირება არსებობს, ამას არამარტო მე, საზოგადოების დიდი ნაწილიც ადასტურებს”.
ცნობისთვის, დღეს გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობისგან" წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ახალ მოძრაობას შექმნას აპირებს.