თორნიკე შარაშენიძე:

თორნიკე შარაშენიძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგი მოდებატე დაკარგა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლით "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგი მოდებატე დაკარგა.

შარაშენიძე "პირwელთან" საუბარში ამბობს, რომ გიგა ბოკერიას შემდეგ, მსგავსი მოდებატე "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოლია.

"შეიძლება, დავასახელოთ რამდენიმე, მაგრამ ვაშაძე გამოირჩეოდა. მისი წასვლით "ნაციონალური მოძრაობა" რეიტინგს მაინც შეინარჩუნებს, რადგან მათ ჰყავთ თავისი ერთგული ამომრჩეველი და შეინარჩუნებენ მათ ხმას",-განაცხადა შარაშენიძემ.

ის ეთანხმება ვაშაძეს იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" განახლებას საჭიროებს.

"როგორც ჩანს, ასე მარტივი არ იყო განახლება და ამიტომ, განახლებას ვერ დააყენეს საშველი", - აღნიშნა შარაშენიძემ.