საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს.
ასე ეხმაურება წიკლაური გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.
”ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”, - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.