სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გავრცელებული ცნობით, კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე დღეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ კოჩარიანმა წარადგინა.

უახლოეს მომავალში დოკუმენტი დასამტკიცებლად სომხეთის პარლამენტს გადაეგზავნება.