პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, შეხვედრა 15:00 საათზეა დაგეგმილი და მასზე სამი საკითხის, მათ შორის არჩევნების თარიღის განხილვა იგეგმება.
”არასაპარლამენტო ოპოზიციის, ინტერპარტიული ფორმატი და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მიწვეული ვართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. განსახილველი თემები იქნება საარჩევნო სისტემის ნაწილში ე.წ. გერმანული ვარიანტი, ასევე, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და კონსულტაციები. ასევე განვიხილავთ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ ახალი გარემოებებს”, - განუცხადა ”ინტერპერესნიუსს” მამუკა კაციტაძემ. მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას თავად პრეზიდენტი.