კერტის სკაპაროტი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოვალეობას დღეიდან შეუდგება

კერტის სკაპაროტი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოვალეობას დღეიდან შეუდგება

აშშ-ის ევროპულ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. ფილიპ ბრიდლავი პოსტზე ამერიკელმა გენერალმა კერტის სკაპაროტიმ ჩაანაცვლა.

სკაპაროტის დანიშვნის შესახებ მარტში გახდა ცნობილი. მისი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წარადგინა.

ახალ პოსტზე დანიშვნამდე კერტის სკაპაროტი სამხრეთ კორეაში ამერიკულ კონტინგენტს ხელმძღვანელობდა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ევროპული სარდლობის მეთაურებად ტრადიციულად, ამერიკელ გენერლებს ნიშნავენ.