მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძეს მოსყიდული უწოდა

მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძეს მოსყიდული უწოდა

ეს კანონპროექტი პარლამენტში იმიტომ გააქვთ, რომ გიორგი კვესიტაძე და როინ მეტრეველი თანამდებობიდან გადადგნენ, - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა.

ელიზბარ ჯაველიძემ კანონროექტით გათვალისწინებული სტიპენდიის ინსტიტუტის შესაძლო დაწესება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით წევრ-კორესპონდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა მოხდება. ელიზბარ ჯაველიძემ ასევე მიმართა დარბაზში მყოფ პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს და განაცხადა, რომ იგი ეროვნული აკადემიის წინააღმდეგაა.

„აქ არის შეთქმულება, ოთხი წელია ივანე კიღურაძე ებრძვის ეროვნულ აკადემიას. მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, აკადემიიდან არც ერთი წინადადება პარლამენტში არ გავა“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძეს მოსყიდული უწოდა. ელიზბარ ჯაველიძის განცხადებამ დარბაზში მყოფი გოგი ჩაგელიშვილი გააღეზიანა, რომელმაც ელიზბარ ჯაველიძის გამოსვლას დემაგოგია უწოდა. ელიზბარ ჯაველიძემ კი გოგი ჩაგელიშვილს დესანტი უწოდა. მოგვიანებით, აკადემიკოსი გოგი ჩაგელიშვილი ელიზბარ ჯაველიძეს გაედევნა, სიტყვიერად დაუპირისპირდა და და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. იგი აკადემიის სხვა წევრებმა შეაჩერეს.

შეხვედრა კამათის ფონზე გრძელდება.