ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის, - ასე ეხმაურება ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ალასანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხს როგორც საკანონმდებლო მოსმენები, ისე საზოგადოებრივი პროტესტი უნდა მოჰყვეს.
”გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და მიისაკუთრეს საზოგადოების და ჩვენი ყველას საკუთრება. საკანონმდებლო და სხვა დონეზეც უნდა იყოს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავებმებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ პროტესტს დააფიქსირებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის, არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა პატივის უნდა სცეს ქართველ ხალხს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.