დეპუტატ გია ვოლსკის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს პროცესი პარტიის მიერ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებული არ არის.
“14 მაისის ყრილობა სიის გამოქვეყნებას არ უკავშირდება. პარტიის სიასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს როგორც არსებული დეპუტატების შეფასების თვალსაზრისით, ასევე ახალი სახეების შესაძლო წარმოჩინების თვალსაზრისით, მაგრამ ამას პირდაპირ ყრილობასთან ნუ დავაკავშირებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.