ჰოლივუდის ვარსკვლავების ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ხუთი წლის ქალიშვილს - სურის ხასიათი ძალიან გაუფუჭდა. ის თავიდანვე განებივრებული ბავშვი იყო, თუმცა მისი კაპრიზების ატანა უკვე მშობლებსაც უჭირთ. სური მიჩვეულია, რომ მისი ყველა სურვილი დაუყოვნებლივ სრულდება, ამიტომ საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევს.
ამ თემაზე საუბარი მედიამ, პაპარაცების მიერ მოპოვებული ფოტოების საფუძველზე დაიწყო, სადაც ნათლად ჩანს, რომ სური ბებიამისს, ქეითის დედას ვერ იტანს. ქეითი დედამისს საღამოხანს შეხვდა, მას თან სური ახლდა, რომელიც აშკარა აგრესიას გამოხატავდა ბებიისადმი. არ იკარებდა, გაუჩერებლად ყვიროდა და დედამისს ეხუტებოდა. ქეითის დედა, ქეითლინი თითქოს მიჩვეული იყო, შვილიშვილის მსგავს გამოხტომებს, მას ბავშვის ამ ქცევებზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
სური, ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ბიოლოგიური შვილია. ქეითი ერთადერთია იმ ქალთაგან, რომელსაც მსახიობისგან შვილი გაუჩნდა. სურის დაბადებამდე, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ტომი უშვილო იყო. ამიტომაც გარკვეულწილად არცაა გასაკვირი მშობლების მიერ მისი ასეთი განებივრება.