"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭირვალეა.
ირაკლი კობახიძე ამით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.
"ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ცნობისთვის, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, შემოწირულების სახით, 149 020 ლარი მიიღო პარტიამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.