ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Storm and Grace” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 15 მაისს იხილავს.
ზემოთდასახელებული ალბომი ლიზა მარიას მუსიკალური კარიერის განმავლობაში რიგით მესამეა. როკ-ენ-როლის მეფის ქალიშვილისათვის ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველია.
დისკზე მუშაობის დროს ახალგაზრდა მუსიკოსმა 35 კომპოზიცია ჩაწერა. ამათგან ალბომში მხოლოდ 15 სიმღერა განთავსდება. ცნობილი გახდა რომ ამ დისკის მომზადებაში ლიზა მარიას პროდიუსერი ტი-ბოუნ ბერნეტი დაეხმარა.