"ბოტანიკურ ბაღის გადარჩენაზე კი არა, მის გაფართოებაზეა საუბარი“

"მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ „პირველ პრესკლუბში“ თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვის თემაზე ისაუბრა.

გია გაჩეჩილაძემ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები, მიმდინარე პროტესტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაანონსებული აქცები პოლიტიკურად ანგარიჟებულად შეაფასა.

მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი პატივისცემა დააფიქსირა და "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, პიოლიტიკურად გამწვავების პროცესებიდან შორს დგომა ურჩია.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ როგორც ხეების გადარგვის პროცესი, ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება სასარგებლო პროცესია.

"ხეების გადარგვიდან დაწყებული მიმდინარეობს ეს აჟიოტაჟი, არადა, ხეების გადარგვა, მათი გაჩეხვის თავიდან აცილების მიზნით აპრობირებულია ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბათუმში, ხეების გადარგვა, იქ სადაც, შენდება არაჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზი და მის ირგვლივ იქნება აბსოლუტურად გამწვანებული გარემო, არის სასარგებლოო ხებიისთვისაც, ეკონომიკისთისაც, ტურისტული თვალსაზრისით და აჭარის მაცხოვრებლებისთვისაც, ვინაიდან ისინი მიმდინარე სამუშაობით დასაქმდებიან. ასევეა თბილისის ბოტანიკური ბაღის საქმეც, რელურად, მისი გაფართოება მიმდინარეობს და არა მისი გადარჩენის საკითხი, როგორც ამას აშუქებენ. 4 ჰექტარი ხრიოკი მიწა გაიცვალა გამწვანებულ ტერიტორიაში“, - განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა „ნაციონალურ მოძრაობს“ თბილისის ბოტანიკური ბაღის გამო ატეხილი აჟიოტაჟს საპასუხოდ ვაკის პარკისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის გასხვისებული ტერიტორიების თემა შეახსენა.