აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი მხარს უჭერს გერმანიის ინიციატივას, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების ფარგლებში, ლიტვაში, სამხედროების გაგზავნას.
მინისტრის თქმით, გერმანია ამ გადაწყვეტილებას ნატო-ს კონტექსტში მიიღებს.
აღნიშნული განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა შტუდგარტში, აშშ-ის ევროპული სარდლობის ბაზაზე ვიზიტის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ნატო არ ეძებს რუსეთთან ომის მიზეზებს, მაგრამ ყოველთვის გააგრძელებს მოკავშირეების დაცვას.
"რუსეთი აგრძელებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და სინამდვილეში, ცდილობს ბალტიის ქვეყნების დაშინებას. ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს და არ ვაპირებთ ომს რუსეთთან. არ გვსურს ის მტრად გადავაქციოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს“, - აღნიშნა ეშტონ კარტერმა.