ჯორჯ ჰარისონის ზემოთდასახელებული მამული შვეიცარიის დასახლება მონტანიოლში მდებარეობს. ეს ადგილი ლუგანოს ტბასა და ალპებს ესაზღვრება.
მამულის შუაგულში მდებარე სახლი სამსართულიანია. მის ირგვლივ 6.5 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ბაღია განლაგებული. ის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. მისი მშვენება მინიატურული აგურის ციხე-სიმაგრე და ერთ-ერთ ხეზე განთავსებული საიდუმლო ქოხია.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამ მამულის გასაყიდი საწყისი ღირებულება.
საინტერესოა, რომ აშშ-ის კოლორადოს შტატის დასახლება ასპენაში მდებარე რინგო სტარის რანჩო უკვე ორი წელია გასაყიდი ობიექტების სიაშია შეტანილი. მისი ფასი 4.5 მილიონი დოლარი გახლავთ, მაგრამ მყიდველი ჯერ არ გამოსჩენია.
ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში მდებარე ჰარისონის მამულით არაერთი ცნობილი და მდიდარი პიროვნება უკვე დაინტერესდა. რასაკვირველია მათ ვინაობას საიდუმლოდ ინახავენ.