საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა

საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა

2008 წელს პატარა ქვეყანამ რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო და სწორედ საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შეცდომები გაითვალისწინა და საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა.

ასეთი განცხადება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა გამოცემა Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

“რუსეთმა დაამტკიცა, რომ ჰყავს ნასწავლი და ადაპტირებული სამხედრო ძალა. მათ საქართველოში ძალიან ცუდად იმოქმედეს. ძალიან პატარა ქვეყანამ რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო, როცა საქართველოში შეიჭრნენ. ჩემი მოსაზრებით, როდესაც ყირიმში შევიდნენ, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ დიდი გზა გამოიარეს იმისათვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილებით თავიანთი ნაკლი გამოესწორებინათ.

ჩვენთვის ნათელი იყო, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანად გააუმჯობესა საკუთარი შესაძლებლობები საქართველოდან ყირიმის მოვლენებამდე, რომ ისინი სწავობდნენ და ადაპტირებას გადიოდნენ, შედეგად მათ შედარებით უკეთ იმოქმედეს მაშინ, როდესაც დონბასში შევიდნენ“, - განაცხადა ბრიდლავმა.