თურქეთის სამხედრო ძალებმა “ისლამური სახელმწიფოს” 64 წევრი გაანადგურეს

თურქეთის სამხედრო ძალებმა “ისლამური სახელმწიფოს” 64 წევრი გაანადგურეს

თურქეთის სამხედრო ძალამ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 64 წევრი გაანადგურა.

როგორც euronews.ge წერს, დაიბომბა სირიისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე “ისლამური სახელმწიფოს” სამხედრო პოზიციები.

”თურქეთის მხარის ინფორმაციით, აღნიშნული შეტევა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ თურქეთი-სირიის საზღვარზე, ქალაქ კილისზე განხორციელებული შეტევის პასუხი იყო”, - წერს სააგენტო.