სირიის პრეზიდენტს

სირიის პრეზიდენტს "ისლამური სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ამხელენ

ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის ცნობით, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და "ისლამური სახელმწიფოს“ თანამშრომლობაზეა საუბარი.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სირიის ქალაქი პალმიირა, პრეზიდენტ ასადის მომხრე არმიას გარკვეული, მათ შორის, ნავთობის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების სანაცვლოდ დაუბრუნდა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებით, დოკუმენტები მათ მებრძოლებისგან მიიღეს, თუმცა ინფორმაციის სანდოობა დამტკიცებული არ არის.