ინდიანას შტატში გამართული პრაიმერიზის შემდეგ, ტეხასის შტატის სენატორმა, "რესპუბლიკელმა“ ტედ კრუზმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ბრძოლას თავს ანებებს.
მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლამ აზრი დაკარგა.
"ვამბობდი, რომ მანამდე ვიბრძოლებდი პრეზიდენტობისთვის, სანამ გამარჯვების შანსი იქნებოდა. უნდა ვთქვა, რომ დღეს ეს გზა აღარ არსებობს“, - აღნიშნა ტედ კრუზმა.
შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატის სენატორი პრეზიდენტობის "რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპის ძირითადი კონკურენტი იყო.