“The Doors” იუბილესათვის ემზადება

“The Doors” იუბილესათვის ემზადება

გასულ  წელს შესრულდა 40 წელი ცნობილი ჯგუფი “The Doors”-ის მიერ 1971 წელს გამოცემული სტუდიური ჩანაწერისა “L.A. Woman”. ამ თარიღთან დაკავშირებით 2012 წლის 23 იანვარს “The Doors”-ის წევრებმა საიუბილეო ალბომი გამოსცეს.

ალბომი “L.A. Woman” წარმოადგენს ორ დისკს და ერთ DVD-ის, რომელზეც ამ ნაშრომზე მუშაობის პროცესია გადაღებული. ამის გარდა მასში შევიდა მუსიკოსებთან ინტერვიუებიც.

ორი დღის წინ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ახალი ვიდეოკლიპი – “L.A. Woman” გამოჩნდა. ეს ნამუშევარი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ საზეიმო ღონისძიებებისა, რომელიც ზემოთდასახელებული ალბომის იუბილეს ეძღვნება.

ჯგუფის წევრებთან ერთად კლიპის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს სკეიტბორდისტებმა კენი ანდერსონმა, ალექს ოლსონმა და ბრაიდონ შაფრანსკიმ. მიმდინარე წლის აგვისტოში სპორტსმენები ქალაქ ლოს-ანჟელესში სპეციალურ შეჯიბრებას ჩაატარებენ, რომელიც ალბომის “L.A. Woman”-ის იუბილეს მიეძღვნება.

ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრები კალიფორნიაში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებენ. ეს ღონისძიებები აქცია “The Year Of The Doors”-ის ფარგლებში გაიმართება.

ერთი თვის წინ ჯგუფის წევრებმა დოკუმენტური სურათი “Mr. Mojo Risin: Story Of L.A. Woman” გამოსცეს. ამ ფილმში “The Doors”-ის შესახებ არსებული დღემდე უცნობი ვიდეომასალა განთავსდა.

“L.A. Woman” ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიურ ნაშრომს წარმოადგენს. ის გახლავთ უკანასკნელი, რომლის ჩაწერაშიც ჯიმი მორისონი მონაწილეობდა. ალბომის გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1971 წლის 3 ივლისს მუსიკოსი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გამოცემა “Rolling Stone”-ს მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 500 მუსიკალური ალბომის ჩამონათვალში “The Doors”-ის ეს ჩანაწერი 362 პოზიციაზე აღმოჩნდა.