ჰოლივუდელი ლამაზმანი, ჯესიკა ალბა თავის პირველ წიგნზე - ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მუშაობს. „არატოქსიკური“ და „ ნატურალური“ ცხოვრება, ასე აფასებს საკუთარი წიგნის შინაარს ალბა, რომელსაც თავისი ოჯახისთვის წერს. წიგნს „გულახდილი ცხოვრება“ დაარქვა და განაცხადა, რომ წიგნი შუახნის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც უნდათ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, როგორც ამას თავად მსახიობი აკეთბს.
ჯესიკა ალბას იმედი აქვს, რომ მისი ცხოვრება სამაგალითო გახდება მისი შვილებისთვის და მათაც ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაში დაეხმარება.