ჯონ ბრენანი:   აშშ ”ისლამურ სახელმწიფოს” დაამარცხებს

ჯონ ბრენანი: აშშ ”ისლამურ სახელმწიფოს” დაამარცხებს

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ ”ისლამურ სახელმწიფოს” დაამარცხებს.

როგორც euronews.ge წერს, ბრენანმა აღნიშნა ისიც, რომ როგორც კი შეძლებენ ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ-ბაკრ ალ-ბაღდადის მოცილებას, ”ისლამური სახელმწიფო” დაიშლება.

“ჩვენ დავამარცხებთ დაეშს, ამის ეჭვი არ არსებობს, ჩვენ მოვაშორებთ მათ ლიდერებს”, - განაცხადა ბრენანმა, რომლის შეფასებითაც, ბენ ლადენის ”ალ-ქაიდა” მხოლოდ “ორგანიზაცია” იყო, ხოლო ”ისლამური სახელმწიფო” “ფენომენია”.