მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება, მითუმეტეს, როცა ათწლეულის განმავლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე რელურად გამოძიება არ ჩატარებულა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი შოთაძის განმარტებით, გამოძიებას უწევს იმ გარემოებების აღდგენა, რაშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება. იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ რთული და სპეციფიური გამოძიება და ამიტომ, ამით არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება. ყოველდღიურ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უფრო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.