თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. პოლიცია თვალყურს ადევნებს საპროტესტო აქციას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეჩერდეს შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის გასხვისება და გაუქმდეს აუქციონი.

პოლიცია მობილიზებულია, ასევე, თბილისის მერიის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე.