ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბესელიას განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა.
”ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ბოტანიკური ბაღისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.