მენსონისა და “Rammstein”-ის ერთობლივი პროექტი

მენსონისა და “Rammstein”-ის ერთობლივი პროექტი

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა მერილინ მენსონმა ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ამ ნამუშევრის დასახელებაა “Born Villain” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის პირველ მაისს იხილავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მერილინ მენსონი გერმანული ჯგუფი “Rammstein”-ის წევრებს დაუკავშირდა და მუსიკოსები ხვალ ერთობლივ კონცერტს ჩაატარებენ. ეს ღონისძიება “ECHO”-ს მუსიკალური ჯილდოების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, ქალაქ ბერლინში გაიმართება.

ცოტა ხნის წინ მერილინ მენსონმა და პოპულარულმა კინომსახიობმა ჯონი დეპმა ერთობლივი კომპოზიცია მოამზადეს. ეს გახლავთ მომღერალი კარლი საიმონის 1975 წელს ჩაწერილი სიმღერის “You Are So Vain” ქოუვერ ვერსია. ჯონი დეპი მედოლისა და გიტარისტის როლში მოგვევლინა, ბატონი მერილინი კი ვოკალით დაკმაყოფილდა.

საინტერესოა რომ ჯონი დეპმა და ამერიკელმა მომღერალმა 2001 წელს ერთობლივი კომპოზიცია უკვე ჩაწერეს. ეს გახლდათ “The Nobodies” და დეპის მონაწილეობით გადაღებულ კინოსურათში “ჯოჯოხეთიდან” შევიდა.