დღეს, 21 მარტს, 92 წლის ასაკში, ცნობილი ოსკაროსანი სცენარისტი ანტონიო გუერა გარდაიცვალა. ის 1920 წლის 16 მარტს დაიბადა იტალიაში. პირველ სცენარზე იმუშავა ელიო პეტრისტან ერთად, ჯუზეპე დე სანტისის ფილმისთვის "Man and Wolves" . ავტორია ასზე მეტი ფილმის სცენარის. ოსკარი მოუტანა მიქელანჯელო ანტონიონის „CASANOVA 70’’, „BLOW-UP’’ და ფედერიკო ფელინის „AMARCORD’’ - ისთვის დაწერილმა სცენარებმა. მას ასევე მიღებული აქვს „კანის“ უმაღლესი ჯილდო. ის ანდრეი ტარკოვსკისა და სერგეი ფარაჯანოვის დიდი თაყვანისმცემელი იყო.