“Yellow Submarine” ბრუნდება

“Yellow Submarine” ბრუნდება

გამოცემა “Billboard”-ის ცნობით, მიმდინარე წლის 28 მაისს, დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ მაღაზიებში ცნობილი ჯგუფი “The Beatles”-ის ალბომის “Yellow Submarine”-ს მიხედვით გადაღებული ანიმაციური სურათის ახალი ვერსია გამოჩნდება.

მულტიპლიკაციური ფილმი DVD ფორმატით გამოიცემა. მას კომპანია “Apple Corps. Ltd” მოამზადებს.

ცნობილი გახდა, რომ წინა საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული სურათი ბრიტანელმა ანიმატორებმა გულდასმითა და ყურადღებით აღადგინეს.

ამის გარდა უახლოეს თვეებში პროდიუსერი ჯონ კრუტსი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელშიც თავის დროზე ცნობილ ანიმაციურ სურათზე მუშაობის პროცესი იქნება აღბეჭდილი.

ახალ და აღდგენილ “Yellow Submarine”-ში 15 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის “All Together Now” და “All You Need Is Love”.

მიმდინარე წლის 24 აპრილს ლონდონის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება 40 გვერდიანი კრებული. მკითხველი გაეცნობა ანიმაციური სურათი “Yellow Submarine”-ს სცენარს და მდიდარ ფოტომასალას. ამ წიგნის ციფრული ვერსია “iTunes” ვებ-გვერდზეც განთავსდება.