მსახიობი ჯონი დეპი გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც დიზაინერებისგან „თანამედროვე სტილის ხატის“ ტიტული მიიღო. კაპიტანი ჯეკის რეგალიებს ამერიკული მოდის დიზაინერთა საბჭოს ეს პრესტიჟული ჯილდოც შეემატა.
საპატიო ჯილდო ჯონიმ დიზაინერებისგან პირადად მიიღო. გასულ წელს ეს ჯილდო მომღერალ ლედი გაგასა და მოდელ იმანს ერგო. ჯონი დეპი კი პირველი მამაკაცია, რომელსაც ეს „თანამედროვე სტილის ხატის“ წოდება მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტილის ხატის სტატუსი, სხვადასხვა, დროს მის მეგობრებს ქეით მოსს, ვანესა პარადის, უაინონა რაიდერსა და სხვებს გადაეცათ.
ახლა კი საერთო ყურადღების ცენტრში, ჯონი დეპის სტილი მოექცა. მოდის მემატიანები ხუმრობენ კიდევაც, რომ ის არა მარტო თანამედროვე სტილის ხატია, არამედ ერთადერთი „კაცი შლიაპით,- ათი წელი.“
მთელი თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ჯონი დეპის სტილი მუდმივად იცვლებოდა. ის კლასიკური, კონსერვატორული სტილიდან, თანამედროვე ჯინსებამდე დავიდა.
ჯონის ამჟამინდელი სტილია,-მაისურები, ქურთუკები, ჯინსები, ქუდები, ძირითადად შლიაპა, კაშნე, ჯიბის ჯაჭვები, მძივები და სავალდებულო ატრიბუტი,- სათვალე.