რიდლი სკოტის ახალი ფილმი „პრომეთე“ ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში 8 ივნისს გამოვა. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენის ახალი ტრეილერი ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ფილმით ნათელია, რომ რიდლი სკოტი სამეცნიერო ფანტასტიკას უბრუნდება. სიუჟეტი შემდეგნაირია,- მეცნიერების ჯგუფი იმ საიდუმლოს გასაღებს პოულობს, რასაც ადამიანის წარმოშობა ჰქვია. საიდუმლოს ამოსახსნელად მათ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხეებში უწევთ მოგზაურობა, სადაც საშინელი ბრძოლა ელით ადამიანთა მომავალი რასის გადასარჩენად.
ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები შარლიზ ტერონი და მაიკლ ფასბენდერი ასრულებენ.
The International Movie DataBase(IMDB) კრიტიკოსთა მიერ შედგენილ სიაში, „2012 წელს გამოსული 20 ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ“, რიდლი სკოტის „პრომეთეცაა“ შესული.
რიდლი სკოტი ავტორია ფილმებისა: „ჰანიბალი“, „შავი ქორი“, „კარგი წელი“, „რობინ ჰუდი,“ „გლადიატორი“, „ზეციური სამეფო“... და ა.შ.