ჯგუფმა “Quarrymen” ახალი კომპოზიცია ჩაწერა

ჯგუფმა “Quarrymen” ახალი კომპოზიცია ჩაწერა

გამოცემა “Examiner”-ის ცნობით, ბრიტანულმა ჯგუფმა “Quarrymen” ახალი კომპოზიცია ჩაწერა. ის გერმანიის ქალაქ ბერლინში მომზადდა. საინტერესოა რომ სიმღერაზე მუშაობის პროცესში ჯონ ლენონის ყოფილი მეგობარი გოგონა მეი პენგიც მონაწილეობდა.

კომპოზიციის სახელწოდებაა “No. 6” და ის ჯგუფის ახალ ალბომში “Grey Album” განთავსდება. ქალბატონი მეი ბექ-ვოკალისტის ამპლუაში მოგვევლინა.

თავის დროზე ჯონ ლენონმა მეი პენგი კომპოზიციის “No. 9 Dream”-ის ჩაწერაზე მიიწვია. ამის გარდა მუსიკოსმა ქალს სიმღერა “Surprise, Surprise” მიუძღვნა.

ჯგუფი “Quarrymen” წინა საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა და მის თავდაპირველ შემადგენლობაში ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისონი შედიოდნენ. მათმა სადებიუტო კომპოზიციამ “That'll Be The Day” დღის სინათლე 1958 წელს იხილა.

თანამედროვე “Quarrymen”-ში როდ დევისი, კოლინ ჰენტონი, ჯონ დაფ ლოუ და ლენა გერი ირიცხებიან.