ვუდი ალენმა, ახალ ფილმს, რომელსაც რომში იღებს, სახელი უკვე მეორედ გადაარქვა. მას საბოლოოდ „სიყვარულით,- რომი“ დაერქვა.
ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მუსიკოსი, ვუდი ალენი, ბოლო დროს ევროპაში მოღვაწეობს: თავიდან მან გადაიღო ლონდონი, შემდეგ ბარსელონა, მისი ბოლო ფილმით პარიზზე,- „შუაღამე პარიზში“ კანის კინოფესტივალი გაიხსნა, გაქირავებით ფილმმა კომპანიას 150 მილიონი დოლარი მოუტანა, ავტორს კი „ოსკარი“ სცენარისთვის.
ამ დროს ალენი, უკვე იღებდა ფილმს რომში: ახალ ფილმში მან გადაიღო ალეკ ბოლდუინი, რობერტო, ბენინი, პენელოპა კრუსი, ელენ პეიჯი, და ა.შ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 22 ივნისს იგეგმება, პარალელურად კი, რეჟისორი თავისი ახალი ფილმისთვის ახალ ქალაქს ეძებს. თავიდან გადამღები, ჯგუფი ვარაუდობდა, რომ ახალი პროექტი მიუხენში განხორციელდებოდა, თუმცა შემდგომ რეჟისორმა საუბარი კოპენჰაგენზე დაიწყო.