ყველასათვის მოულოდნელად ავღანეთში მოსამსახურე ბრიტანელი სამხედროების მეუღლეების მიერ ჩაწერილი სტუდიური ნამუშევარი “In My Dreams” პირველ საფეხურზე აღმოჩნდა.
ჯგუფი “Military Wives” არაპროფესიონალი მუსიკოსებისაგან შედგება. ამ ქალბატონების დებიუტი 2011 წლის შობის დღესასწაულზე შესდგა. მათ მიერ ჩაწერილმა სინგლმა “Wherever You Are” პირველი საფეხური დამაჯერებლად დაიკავა.
ერთი თვის წინ სამხედროთა მეუღლეებმა ალბომი “In My Dreams” გამოუშვეს. ბრიტანული მას-მედიის ცნობით, მარტო 18 მარტს ამ ნამუშევრის რვა ათასი ცალი გაიყიდა - ინგლისში დედის დღეს აღნიშნავდნენ.
მუსიკალური ალბომების საერთო რეიტინგის მეორე საფეხურზე შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდეს დისკი “Our Version of Events” აღმოჩნდა, მესამე კი ადელის “21” გახლდათ.
ამერიკელი მომღერალი ბრიუს სპრინგსტინი ამჟერად მხოლოდ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.
სინგლების ჰიტ-აღლუმში ზედიზედ მესამე კვირაა Gotye-ს სიმღერა “Somebody That I Used To Know” ლიდერობს, მეორე საფეხურზე ნიკი მინაჟის კომპოზიცია “Starships” განთავსდა, მესამეზე კი დუეტი ალექსანდრე ბერკისა და ერიკ მორილოს სინგლი “Elephant”.