სამყარო, რომელიც მან თავისთვის ოცი წლის წინ აირჩია, სინამდვილეში ძალიან რთული და დამღლელი იყო. ვალერი მელაძე ამ ყველაფერს გაუმკლავდა და როგორც თავად აღნიშნავს, ის სცენაზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა, რომ მსმენელის წინაშე ყოველთვის თავისი რეალური სახით წარმდგარიყო.
გასული წელი ვალერისთვის რთული აღმოჩნდა. ჰქონდა ბევრი პირადი პრობლემა, განქორწინება, სკანდალი ფოტოგრაფ გოგონასთან, შვილის პრობლემები „ვიაგრას“ სოლისტთან... მოკლედ, 46 წლის მომღერალი ისე გადაიღალა, რომ ერთი პერიოდი სცენიდან წასვლაზეც სერიოზულად დაფიქრდა: ,,უმჯობესია, შოუ-ბიზნესი ცოტა ხნით დატოვო, ახლა ისეთი დროა. თუ ადამიანი გადაღლილია, ცუდად გამოიყურება, ან უბრალოდ ავადაა, ის აუცილებლად მოხვდება, რომელიმე ჟურნალის გარეკანზე, მე არ მინდა ასეთ სიტუაციაში ვიყო. ძალიან დავიღალე და ვერ ვიტან შოუ ბიზნესს“-ამბობს მომღერალი.
მიუხედავად გადაღლილობისა და შოუ-ბიზნესის „სიძულვილისა“ ვალერი მელაძე 15 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ჩამოდის. შეიძლება მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლა ერთგვარი ხერხია ძალების აღდგენისა, თუმცა ეს ზუსტად არავინ იცის. იქამდე, კი ცნობილია, რომ 7 აპრილს რუსული ესტრადის ცნობილი მომღერალი, ვალერი მელაძე თბილისში კონცერტს გამართავს.