Aerosmith-ის უცნობი სიმღერა Rise of Cobra საუნდტრეკი იქნება

Aerosmith-ის უცნობი სიმღერა Rise of Cobra საუნდტრეკი იქნება

ფანტასტიკური ჟანრის სიქველის Rise of Cobra-ს საუნდტრეკი, ლეგენდარული როკ ჯგუფის Aerosmith-ის ერთ-ერთი სიმღერის უცნობი ვერსია იქნება. სიმღერა 1993 წელსაა ჩაწერილი და ალბომებში დღემდე არ მოხვედრილა.

ჯგუფი ამჟამად, სიმღერის რემიქსზე მუშაობს, რომ ის საბოლოოდ იქცეს ფილმის საუნტრეკად. კომპოზიცია, რომლის მოსმენა ვიდეოპორტალ youtube- ზე უკვე შესაძლებელია ფილმის Rise of Cobra-ს მთავარი საუნდტრეკი გახდება. მისი  მსოფლიო პრემიერა 21 ივნისსაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, ეს სიმღერა შევა ჯგუფის ახალ სტუდიურ ალბომში, რომელიც მაისში გამოვა. ამავე დროს იწყება ჯგუფის საგასრტოლო ტური ამერიკაში.