ცნობილი რუსული როკ ჯგუფი Би-2 ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა პროვოკაციული სცენარის კლიპისთვის. სპეციალურად ამ ვიდეორგოლისთვის ჯგუფის წევრებმა იმიჯი შეიცვალეს, წვერი მოუშვეს. კლიპის სიუჟეტი ეროტიულ-დრამატული თრილერის ჟანრშია გადაწყვეტილი. სიმღერას „გოგონები“ ჰქვია და მასში მონაწილეობას მოდელი გოგოები იღბენ. კლიპი ბრიტანული ახალგაზრდული სერიალების სტილშია გადაღებული, მთავარი გმირები მანიაკალური დიქტატურით შეპყრობილი ტიპები არიან, რეჟისორი, კი ჯგუფის კლიპმეიკერი, გოშა თოიძეა. არსებობს კლიპის ორი ვერსია, ცენზურით და ცენზურის გარეშე, რადგან კლიპში არის კადრები, რომლებსაც ტელევიზიით არ გაუშვებდნენ.