მადონამ თავისი ახალი სიმღერა გაავრცელა, ალბომიდან, - MDNA. ალბომი 12 სტუდიური ჩანაწერისგან შედგება და ერთ კვირაში გამოვა, პრეზენტაციის ოფიციალურ თარიღად 26 მარტია დასახელებული.
პოპ ვარსკვლავმა მასზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებზეც გააკეთა განცხადება: ის, რომ მისთვის შექმნილია იმიჯი, თითქოს ტოტალურად აკონტროლებდეს ხმის ჩამწერ სტუდიებს უსამართლობაა. მისი სიტყვებით, ის ყოველთვის სცემს პატივს კოლეგებს, უსმენს და ითვალისწინებს მათ შეხედულებებს.“
„მე უკვე მძულს სიტყვა „კონტროლი“ რადგან ადამიანები ჩემს ირგვლივ, მას ჩემთან, ჩემს შემოქმედებასთან აასოცირებენ. მე არ შემიძლია ყველაფერი მარტო გავაკეთო, არც მინდა ასე, ბევრი სხვა მუსიკოსივით, ყველა ინსტრუმენტზე თავად ვერ დავუკრავ, იმიტომ, რომ სიმღერა ჩავწერო, რომელსაც მერე არავინ მოუსმენს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა აზრი“-აღნიშნავს მადონა.