ყვითელი პრესა უკვე დიდი ხანია ჯენიფერისა და 24 წლის მოცეკვავის კასპერ სმიტის, საეჭვო რომანზე საუბრობს, როგორც ჩანს მათი სიყვარულის ისტორიას, მომღერლის დედაც ეჭვის თვალით უყურებს. კასპერიმ ჯენიფერს, ცოტა ხნის წინ, ხელი სთხოვა, ჯენიფერმა უარი მხოლოდ დედამისის გამო განაცხადა და კასპერს სთხოვა, რომ დრო მიეცათ დედამისისთვის, რომელიც დღემდე ფიქრობს, რომ კასპერი უბრალო ალფონსია, რომელსაც მისი 42 წლის ქალიშვილისგან მხოლოდ ფულები აინტერესებს.
თავის მხრივ, ჯენიფერი აცხადებს, რომ ცხოვრებაში პირველადაა დარწმუნებული, რომ გვერდში ის მამაკაცი ჰყავს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს.