კარლ ლაგერფილდი რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში

კარლ ლაგერფილდი რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში

კარლ ლაგერფელდი, ახალ სიმაღლეებს იპყრობს,  რეალური სამყაროს დაპყრობის შემდეგ, ის ვირტუალურ სამყაროში გადადის და საკუთარ ინტერნეტ საიტს www.karl.com -ს ქმნის.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ პროექტი,  დიზაინერის ონლაინ მაღაზია იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს საიტი დიზაინერს ეძღვნება, აქვს განყოფილება სადაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სამოსის ონლაინ შეძენა, თუმცა ამის გარდა www.karl.com -ზე ყველას შეუძლია  „კარლის სამყარო“ თავიდან ბოლომდე იხილოს, მისი ფოტოებით, ნახატებით, რჩევებით მოდაზე, სტილზე და სხვა მრავალი...

საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კარლის აფორიზმები და გამონათქვამები, მაგალითად,

„ თუ ვინმე მაძლევს საქმის ჩამონათვალს, მე მშვიდად ვეუბნები:“მადლობა, ძალიან კარგია. ზუსტად ამ წუთას მჭირდებოდა რაღაც, რისი  ნაგავში მოსვრაც შემეძლო.“