ელტონ ჯონი ორწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ თაყვანისმცემლებს ახალი ამბით ახარებს. მომღერალმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მსმენელს სიურპრიზის სახით „ყველაზე ამაღელვებელი ჩანაწერი“ ელის.
ალბომს „The Diving Board“ - ერქმევა და მის პრეზენტაციას მომღერალი უახლოეს მომავლში გეგმავს. გარდა ამისა ელტონ ჯონს დაგეგმილი აქვს საზაფხულო გასტროლები. მომღერალი ბოლო რამდენიმე წელია, ვარსკვლურ ჰორიზონტზე სიახლეებით არ გამოჩენილა. ახლა კი, ის აშკარად ცდილობს, მსმენელთა ყურადღების ცენტრში ისევ მოექცეს. ამიტომაც ახალი ძალებითა და ახალი შემოქმედებითი ეტაპით გულშემატკივარს შემდეგნაირად მიმართავს: „ეს ჩემი ყველაზე მოკლევადიანი ნამუშევარია, რომელიც თქვენთვის შევქმენი,თუმცა გპირდებით, რომ ის ყველაზე ამაღეელვებელი სოლო-ჩანაწერი იქნება, მთელ ჩემს დისკოგრაფიაში.“
მომღერლის ბოლო ალბომი „The Union“ 2010 წელს გამოვიდა.