მედიის ყურადღების ცენტრში ცნობილი მსახიობის, მაიკლ ფასბინდერის პირადი ცხოვრება მოექცა. ის თავის პარტნიორს ხვდება, ფილმიდან „სირცხვილი.“
მსახიობი, ნიუ-იორკში რომანტიულ შეხვედრაზე სეირნობის დროს ნიკოლ ბიჰეიერთან ერთად შენიშნეს. მაიკლი და ნიკოლი ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ და არც უცდიათ ფოტოგრაფებისთვის დაემალათ ურთიერთობა.
წყვილმა ერთმანეთი სტივ მაკუინის ფილმის გადაღებებზე გაიცნო. ფილმში ნიკოლი თამაშობდა, ფასბინდერის კოლეგის როლს, რომელიც ამაოდ ცდილობს მთავარ გმირთან, მაიკლთან ურთიერთობის აწყობას.