სიყალბე აღარ იქნება

სიყალბე აღარ იქნება

არტურო ტოსკანინი რეპეტიციებზე ყოველთვის ძალიან ნერვიულობდა. ერთხელაც იგი დირიჟორობდა სიმფონიას, რომელშიც არფაზე დამკვრელს ერთი ნოტი უნდა აეღო, ერთადერთი, ისიც მხოლოდ ერთხელ... და არფისტმა მოახერხა ისიც მცდარად აეღო!

ტოსკანინიმ გადაწყვიტა მთელი სიმფონიის გამეორება, მაგრამ როდესაც არფის დრო დადგა, მუსიკოსმა კვლავ შეცდომა დაუშვა. განრისხებულმა ტოსკანინიმ დარბაზი დატოვა.

საღამოთი შედგა კონცერტი. არფისტმა დაიკავა თავისი ადგილი ორკესტრში, მოხსნა სარჩული არფას და რას ხედავს? არფაზე ყველა სიმები მოხსნილია.

დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი საჭირო სიმი.