ოპტიმისტი

ოპტიმისტი

1909 წელს ახალგაზრდა იგორ სტრავინსკიმ დაწერა სიმფონიური სუიტა “ფასკუნჯი”, სერგეი დიაგილევის დაკვეთით, რომელმაც სწრაფად გაუთქვა სახელი კომპოზიტორს.

მაგრამ თავდაპირველად ეს მუსიკა სერგეი დიაგილევმა დაუკვეთა იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმულ კომპოზიტორ ანატოლი ლიადოვს. აი, როგორ მოხდა ეს:

ავტორი შესანიშნავი სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის ნაწარმოებებისა ლიადოვი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მომთხოვნელობითა და მუშაობის საოცრად ნელი ტემპით. ამჯერადაც არ ჩქარობდა კომპოზიტორი. დიაგილევის მორიგი შეხსენების საპასუხოდ, ლიადოვმა გულთბილად “დააწყნარა” იგი:

- საქმე შესანიშნავად მიდის, უკვე ვიყიდე სანოტო ქაღალდი!

გაგულისებულმა დიაგილევმა ხელშეკრულება ლიადოვთან გააუქმა და მუსიკა იგორ სტრავინკის შეუკვეთა.